Friday, September 11, 2015

ტრენინგის ბოლო დღე

 გადავხედეთ საქაღალდეებს და შევიტანეთ საბოლოო კორექტირება.საქაღალდეები ავტვირთეთ გუგლის დოკუმენტებში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
 ტრენინგი მეტად შთამბეჭდავი და საინტერესო იყო.უღრმესი მადლობა ორგანიზატორებს და ენერგიულ  და დაუღალავ, თავისი საქმის კარგად მცოდნე ტრენერს.

Wednesday, September 9, 2015

ტრენინგის მერვე დღე

  გადავხედეთ ჩვენს  მიერ  პროექტში შესრულებულ პროცედურებს და შევიტანეთ მასში კორექტირება. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, განვსაზღვრეთ მასწავლებლის როლი,როგორც ფასილიტატორი.

Monday, September 7, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

გავეცანით შეფასების სქემებს.შევავსეთ ინდივიდუალური,კოლაბორაციული და ჯგუფების ნამუშევრების შეფასების ფორმები.ავტვირთეთ ბლოგზე სასარგებლო ბმულები.
  ტრენინგისმეშვიდე დღე საინტერესო იყო.

Thursday, September 3, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

დღეს ვიყავით მოსწავლეების როლში და შევქმენით ერთი კონკრეტული ჯგუფის ელექტრონული გაზეთი.ამის შემდეგ პრეზენტაცია ავტვირთეთ გუგლის დოკუმენტებში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. სამუშაო პროცესი იყო საქმიანი, მუშა და აქტიური.

Tuesday, September 1, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე.გადმოვიწერეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი,სადაც მივუთითეთ ლინკი,საიდანაც მოვიძიეთ ინფორმაცია . შევქმენით ბლოგზე გვერდები.